მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები
> მედია
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან კვლავ ჩაკეტეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ.

ცხინვალში, რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი დასახელდა
ოკუპირებული ცხინვალი რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს, რომელთა ცხედრები გუშინ, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები სამედიცინო ექსპერტიზისთვის ვლადიკავკაზში გადაასვენეს, სადაც დადგინდა, რომ ცოლ-ქმრის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვმა გამოიწვია.

 

 

ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედრებს ვლადიკავკაზში გადაასვენებენ
ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრებს ვლადიკავკაზში გადაასვენებენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა.

სააგენტო „რესი“ - ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს
ცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალის КГБ-ს მეთაური მისი უწყების პრიორიტეტად ქართული მხარის გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ასახელებს
2019 წლის გარე კონტურზე ქართულმა მხარემ თავისი ჰიბრიდული სტრატეგიის ფარგლებში განაგრძო ღონისძიებების რეალიზება, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის საფუძვლების წინააღმდეგ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინსტიტუტების კომპრომეტაციაზე, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რღვევისკენ და „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების წინაპირობის შესაქმნელად, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანმა განაცხადა.

აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ასლან ბჟანიას „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც თბილისთან დიალოგზე საუბრობს, განმარტებები მოსთხოვეს
დიალოგი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა იყოს, მაგრამ, არის თემები, რომლებშიც მონაწილეობა რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს და მისი ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული, ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ბჟენიასგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მისცა ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ და რატომ ისაუბრა თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე.

რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორად ვიცე-პრემიერი დანიშნა
რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ასევე ოკუპირებულ ყირიმთან და კალინინგრადთან თანამშრომლობას გაუწევს კურირებას. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცეს
140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცა.

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც გუშინ ლითონის ბოძები დაამონტაჟეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ ლითონის ბოძების მონტაჟი განახორციელეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი - ცხინვალი ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით შეშფოთებულია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის თქით, ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ.

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup