მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები
> აფხაზური პრესა დღეს
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება- საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მიმართულია აფხაზეთის ნეგატიური იმიჯის შექმნისაკენ
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე , სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთილი იქნა აფხაზეთიდან რადიოაქტიური ნივთიერებების შეტანის მცდელობები.

რაულ ხაჯიმბამ გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის ე.წ. ბინადრობის უფლების დაჩქარებული წესით გაცემის ბრძანება გასცა
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მონაწილეობა მიიღო   შს სამინისტროს კოლეგიის სხდომაში, რომელმაც უწყების მუშაობის შედეგები შეაჯამა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა  დააჩქარონ  გალის რაიონის  მცხოვრებლებისთვის  ე.წ. ბინადრობის უფლების გაცემა.

პარტია „დემოკრატიჩესკაია აბხაზია“ არჩევნებში ექსპრეზიდენტ ა. ანქვაბის მონაწილეობის იდეას დესტრუქციულად მიიჩნევს
პარტია „ დემოკრატიჩესკაია აბხაზიას“ პოლიტსაბჭო განცხადებით გამოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ მართალია, კონსტიტუციით  ალექსანდრე ანქვაბს აკრძალული არა აქვს   საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს იდეა თავისთავად დესტრუქციულ ხასიათს ატარებს და არავითარი საერთო არა აქვს  საზოგადოების კონსოლიდაციასთან.

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტები მარტის დასაწყისში დაიხურება
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  თემურ ნადარაიამ„ სპუტნიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე „ მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გასული წლის 26 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილება იანვრის ბოლოს იქნება გამოქვეყნებული და ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup