მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ჩვენს შესახებ




 

   აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო 1978 წლიდან აფხაზურ და რუსულ ენებზე, ხოლო 1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა ქართული გადაცემა.

  სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთის ტელე-რადიო კომპანიამ  აფხაზეთის მოვლენათა გაშუქების მიზნით საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, დევნილობაში, გააგრძელა მაუწყებლობა.  

        2006 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელწიფო ტელე-რადიო კომპანია რეორგანიზებულ იქნა სსიპ - ,,აფხაზეთის მედია ცენტრად“, რომელმაც  საქმიანობა შეწყვიტა 2007 წელს.

   აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თხოვნითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2014 წელს შეიქმნა სსიპ - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხმა გამოყო კვირაში 2 დღე ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემისთვის - ,,აფხაზეთი“, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო-ანალიტიკურ ბლოკს ქვეყანაში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე სხვადასხვა რუბრიკას ქართულ და აფხაზურ ენებზე. 2017 წელს განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც გადაცემა ,,აფხაზეთი“ მოიხსნა საეთერო ბადიდან.

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N6 დადგენილების საფუძველზე სსიპ - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი-ს“ ბაზაზე შეიქმნა ა(ა)იპ - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი“, რომლის ფუნქციებია:

ü აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის აკუმულირება, კვლევა, ანალიზი, პრობლემური თემების გამოკვეთა, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება,  რეკომენდაციების მომზადება, საინფორმაციო ხასიათის ვიდეო-რგოლის შექმნა და ინტერნეტით - მედია საშუალებებით გავრცელება

ü აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა, ექსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოების ჩართულობით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების ორგანიზება ან/და ჩატარება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა

 
 

 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup