Covid - 19 პანდემიის პირობებში საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების აქტივობები;გაგრის მკვიდრ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას პორტრეტი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" სიტყვით გამოვიდა. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტზე და ამით გამოწვეულ ჰუმანიტარული კრიზისზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.
მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების
მიმდინარე რაუნდში, რომელიც ხვალ გაიმართება, „ქართული მხარე
კონსტრუქციულადაა ჩართული“.