მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 ჯანდაცვა და სპორტი
საქართველოში იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება. 
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის, პედიატრ–რევმატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

აფხაზეთის თასის გათამაშება ფუტსალში დასრულდა
საქართველოს თასი 2015 აფხაზეთის რეგიონის ტურნირი დასრულდა. ფინალში ასმც 8:2 ანგარიშით გალის ,,მზიური" დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ასმც" კაპიტანი გიორგი ჭანტურიძე დასახელდა. "ასმც" და მზიური საქართველოს თასი 2015 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ვალერი კვარაცხელია - 350-მდე მედიკამენტზე ფასები მომატებულია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, დღეისთვის არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო რაიმე ღონისძიებების გატარება მოხდეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეისთვის 350-მდე მედიკამენტზე არის ფასები მომატებული.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი „Figther Tbilisi“ ევროპის ჩემპიონი გახდა
შსს-ს ძიუდოს სპორტულმა კლუბ „Figther Tbilisi“-ის ძიუდოისტებმა ნიდერლანდში გამართულ ტურნირში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლენილიყო, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპულ სარბიელზე ეს მათი პირველი გამოსვლა იყო. ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა
ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვალერი გელაშვილს მოუგო. 

უკვე ცნობილია 36 წლის სპორტსმენის პრიორიტეტები პრეზიდენტის პოსტზე. მმართველ გუნდს კი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი რამდენიმე დღეში დაასახელებს.

ვახტანგ ყოლბაია კარატეს მსოფლიო ჩემპიონს, გოგიტა არქანიას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონს, აფხაზეთიდან დევნილ გოგიტა არქანიას შეხვდნენ. გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  ვახტანგ ყოლბაიამ სპორტსმენს მსოფლიო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად სმარტფონი გადასცა.

ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი) აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა
ვეტერანი ქართველი სუმოისტი, აფხაზეთიდან დევნილი ლევან ცაგურია, რომელსაც იაპონიაში კოკაის სახელით იცნობენ, დღეს აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!" შეუერთდა.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup