მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა. 

ლევან იზორია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, რუსეთია პასუხისმგებელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი. 

1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აფხაზეთში - 16, ხოლო ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში - 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ქერეს მცხოვრები აკაკი მისირელი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. 
მისირელის დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი".

ვახტანგ ყოლბაია კონკურსს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ნატოს დღეების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არაერთი შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება არაერთი შემეცნებით- გასართობი ღონისძიება, რომლის მიზანია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup