მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 კულტურა
კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა სულ 931 ადამიანმა მიიღო, ფინალში კი მხოლოდ 50-მდე მონაწილე გადავიდა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აღმსრულებეილი ხელისუფლების, კერძო კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც კონკურსანტები სხვადასხვა პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

 

ზაზა ურუშაძე - არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა
მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა, - ამის შესახებ "ოსკარზე" ნომინირებული ფილმ "მანდარინების" რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსოფლიოს ხუთეულში დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო "მანდარინები". თან ეს ორჯერ მოხდა. რეაქციები ძალიან კარგი იყო. უბრალოდ, "იდაც" ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შემოთავაზებები არის. ჯერ ველოდებით დისტრიბუციას. ამერიკა დაახლოებით ორ თვეში დააყენებს ამერიკის კინოთეატრებში "მანდარინებს". ბევრ ქვეყანაში გაიყიდა", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.

პროექტი ''მცოცავი საზღვარი'' ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე
2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს სახელით პროექტი „მცოცავი საზღვარი“ წარდგება. პროექტის კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია.

გრიბოედოვის თეატრში ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართველ კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა.

შემოქმედებით საღამოზე თავად ავტორისა და სხვა ქართველი მომღერლების შესრულებით აჟღერდა ია მაისაიას სიმღერები, რომელთა შორის იყო ცნობილი აფხაზეთელი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.

ეროვნული მუზეუმი საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.ეროვნული მუზეუმის განცხადებაში ნათქვამიარომ მუზეუმის საქმიანობისა დაკომპეტენციისარასწორი ინტერპრეტაცია ხდებარითაც ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია ილახება.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკიდურესად შეშფოთებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ილახება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების, მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს.

ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
მწერლის სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. 

საღამოზე პოეტის ლექსები მსახიობებმა წაიკითხეს, მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები კი ქართული ესტრადის  მომღერლებმა შეასრულეს.

ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მისმა კოლეგებმა ისაუბრეს. 

ზაზა ურუშაძესა და გიორგი ოვაშვილს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადაეცათ
ხელოვნების ქურუმი – კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს.

უცნობი ფიროსმანი - „ნადირობა ინდოეთში“, პირველად ფართო საზოგადოების წინაშე
დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში” პრეზენტაცია შედგა. ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში“ სრული სახით პირველად გამოიფინა.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22
23
24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup