მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა
ქრისტე აღდგა!

ვულოცავ,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ  დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით.  ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფით, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა. 

გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, დღეს ეწვევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

სუს-ი - გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები - ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა
ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები იმისათვის გამოიყენა, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა, - ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებაში. 

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი გაიმართა
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 43-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართული დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან მალე კითხვები მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება
ჩვენმა მყისიერმა რეაგირებამ შედეგები გამოიღო. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან მალე კითხვები მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგია
საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება იმ ნაბიჯებისადმი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე „წლიური ეროვნული პროგრამა“ შეფასდა, როგორც შედეგზე ორიენტირებული, ამბიციური და ყოვლისმომცველი
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რიგით მეათე „წლიური ეროვნული პროგრამა“ წარადგინა. 

 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup