მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 კულტურა
„არტ-ჰოლში" პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერების ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა მარტვილის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფსნი", რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან. სცენაზე 100-მდე ვირტუოზი ცეკვავდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბორჯომში აფხაზეთის დღეები გაიმართა
17-19 ოქტომბერს ბორჯომში სპორტულ-კულტურული პროექტი „აფხაზეთის დღეები"გაიმართა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეიმურაზ გვანცელაძის საგანმანათლებლო ლექცია ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა გალის საგანმანათლებლო ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი; ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით: „ზღვა, რომელიც შორია".

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქართული თეატრალური ხელოვნების მდიდარი სასცენო ტრადიციების მქონე შემოქმედებით კოლექტივებს - კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“და კინოცენტრ "აფხაზეთი" ჩრდილების თეატრს.

26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიაში გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი“ გაიმართება
 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" აფხაზეთის ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას შემოქმედებას უმასპინძლებს.                                                          ნ 
აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე თქვენთან მოვალ" პრეზენტაცია გაიმართა
დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე თქვენთან მოვალ" პრეზენტაცია გაიმართა.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო თბილისი „არტ-ჰოლში“ 18 :00 საათზე დაიწყო.

აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, ასევე შესრულდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის სახელობის სკვერში ყავავილებით შეამკო მემორიალური დაფა „უვიწყარა" და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ხსოვნას.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup