მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
საქართველოში ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების კრიტერიუმების განსაზღვრისთვის შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, თემაზე: ,,ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების კრიტერიუმების განსაზღვრა", შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს სიმონე ვოლკენს შორის სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს
სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები საჯაროა და გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ამჟამად, ზუგდიდში იმყოფებიან დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე და დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

ევროპარლამენტარები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე მსჯელობენ
ევროპარლამენტში ევროპელი დიპლომატების განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატები ევროკავშირს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებენ. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ  ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად უნდა აღიარონ. 

სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას 400 ათასი ლარი მოხმარდება
პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. 350 000 ლარი, დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცემა.

პაატა ზაქარეიშვილი – ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ყარაფილაში იმყოფება. მან იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისა.

რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება
რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება იმ შემხთვევაში, თუ სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩასული დეპუტატები რუსეთის დელეგაციას ხმის უფლებას არ აღუდგენენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს იხსნება. სტრასბურგში იმყოფება ქართული დელეგაციაც.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„პრეზიდენტმა დაიწყო შეხვედრები მსგავსი ფორმატით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ყველა წინადადების მოსმენას. ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეული მოსაზრება იქნება განხილული და გაიმართება დისკუსია. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი, მისი მოადგილეები, ასევე სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup