მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 კულტურა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე. 

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა
28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
 

ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის წარდგინება გაიმართება
2016 წლის 30 ნოემბერს, 17:00 საათზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართება ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების (ერთტომეული) კრებულის წარდგინება. 

ვახტანგ ყოლბაია სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობას ეწვია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობას ეწვია და სათბურებში მორიგი სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობას გაეცნო ამ სამუშაოების ხელმძღვანელ, აფხაზეთიდან დევნილ რევაზ ჯალაღონიასთან ერთად.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამოს დაესწრო
საღამოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში კონკურსის „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი , აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
კულტურის ცენტრ „ოდიშის"  საკონცერტო დარბაზში ზუგდიდში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა. დამსწრე საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მსახიობი დიმიტრი ჯაიანი და სხვადასხვა ფოლკლორული და თვითშემოქმედების კოლექტივები წარსდგნენ.

ბათუმში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის „მამულისათვის თავდადებული“ პრეზენტაცია გაიმართა
„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22
23
24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup