მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს“
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის და სსიპ კინოცენტრი ,,აფხაზეთის’’ ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 ივნისს ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე- 2 საჯარო სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს’’. 

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ანსამბლ ,,გვირილას’’ საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის, სსიპ კინოცენტრი ,,აფხაზეთის’’ ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ფილარმონიაში, ანსამბლ ,,გვირილას’’ საიუბილეო კონცერტს - „ოცი წელი სცენაზე“ დაესწრნენ.

ბავშვთა საერთაშორისო დღე
1 ივნისს - ბავშვთა საერთაშორისო დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა, სსიპ კინოცენტრმა ,,აფხაზეთმა“, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირმა ,,მომავლის ხმამ“ რიყეზე ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია - მანიფესტაცია „იყოს მშვიდობა“ მოაწყვეს.

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა.

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup