მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 მეცნიერება
ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს სასურსათო პროდუქტი და პირბადეები დაურიგდებათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ შამუგიას შეხვდნენ და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი, ასევე, ვაზიანის საწარმოში დამზადებული პირბადეები გადასცეს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

ფოცხოეწერსა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის კომპაქტურ ჩასახლებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასურსათო დახმარება მიიღეს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის დისტანციური სწავლების საკითხებზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, Covid-19 ვირუსის გავრცელების გამო მიმდინარე დისტანციური სწავლების საკითხებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

ანზორ მარგიანმა კოდორის ხეობიდან დევნილ ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და  ზემო აფხაზეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი ქალაქ გარდაბანში იმყოფებოდნენ, სადაც აღმაშენებლის ქუჩაზე  მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ხანდაზმულ  ბენეფიციარებს  პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი პირადად გადასცეს. 

ვაზიანის დასახლებაში მდებარე სოციალურ საწარმოებში პირბადეების და პურის წარმოება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი ვაზიანის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალური სამკერვალო და პურის საცხობი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის covid-19- თან საბრძოლველად დამატებით 150 მილიონ ევროს ოდენობის მიკროფინანსური მხარდაჭერა
 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით ევროკომისია

დღეს,22 აპრილს, კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად 

საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური 

 დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

 

ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაღალი შეფასება, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ გაეროს რეზოლუცია - საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს ტელეფონით ესაუბრა.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს შემდეგი სახის ინფორმაციას:

 

დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო,საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
ქრისტე აღდგა!

 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2
3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup