მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
სიახლეები
ვახტანგ ყოლბაია რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპიბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართვლოში რუმინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან - რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს თურქ ხალხს, თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის გამოცხადების დღეს.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა
 აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდთან დაკავშირებით
2016 წლის 5 ოქტომბერს შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. 

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა“ გაიმართა. საღამოს მუსიკისმცოდნე მარიკა ნადარეიშვილი უძღვებოდა.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup