მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ცნობილი ქართველი და გერმანელი ექსპერტები. შეხვედრაზე განხილული იქნა 2017 წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

შტაინმაიერი: “არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანც ვალტერ-შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხვა საკითხებთან ერთად რიგის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

იანოშ ჰერმანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე კითხვას ჩინური სიბრძნით პასუხობს - თუ გინდა ხიდზე გადახვიდე, ჯერ მდინარესთან უნდა მიხვიდე
რაც უფრო წინ წაიწევთ ასოცირების შეთანხმების მიმართულებით, მით უფრო მეტი  უფლება გექნებათ, დასვათ შეკითხვა როდის გახდებით ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 

შეხვედრები გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ვიზიტის პირველ დღეს მინისტრმა შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ რიოტგენთან და ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

იანოშ ჰერმანი - 2015 არის წელი, როცა უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი
2015 არის ის წელი, როცა ჩვენ არა მარტო უნდა ვისაუბროთ ღირებულებებსა და ვალდებულებებზე, არამედ კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ჩვენ, ევროკავშირელებმა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა.

საქართველოს ეწვია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია
საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, კენტარო ონოურას ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, 2 მაისს გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით ელჩს ჯილდო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გადასცა.

ევროპარლამენტარები დასავლეთსა და რუსეთს შორის ომზე საუბრობენ
ბელგიური გაზეთი L Exspress-ი იუწყება, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის საშიროება მკვეთრად იზრდება, „ევროპის სახალხო პარტიის“ ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატების თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოლოდინი არ ღირს, სანამ პრეზიდენტის პოსტზე პუტინია.

რუსეთი და აშშ ერთმანეთს ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ
რუსეთი და აშშ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაეროს სხდომაზე გაცვალეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოსკოვი ბუდაპეშტის მემორანდუმის იგნორირებაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების განადგურების პარაგრაფებს არღვევს. 

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup