მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 მეცნიერება
საქართველო და მსოფლიო
სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, რათა თავი აარიდონ რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ასევე ერთად აღუდგნენ ჰიბრიდული ომის საფრთხეს.

საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა (VLAP) იმპლემენტაციის პროცესშია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით შედგა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, კერძოდ: 23 მარტს - ქ. პარიზში, 24 მარტს - ქ. ბერლინში და 25 მარტს - ქ. ჰააგაში.

თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა
თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა. თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობა წმ. პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ მწვანედ განათდა. საზეიმო ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა.

ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა
ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა.  ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურაა წარდგენილი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. "პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამიტმა, რომელიც უკრაინის ხალხის ევროპული არჩევანის საპასუხოდ რუსეთის აგრესიის, საომარი მოქმედებების, ოკუპაციისა და ანექსიის კვალდაკვალ გაიმართება, უნდა გასცეს პასუხი კითხვას - როგორ ხედავს გაერთიანებული ევროპა მისი დანარჩენი ნაწილის მომავალს?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის პირადი არქივის პრეზენტაციას დაესწრო
2015 წლის 6 მარტს ეროვნულ არქივში „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის პრეზენტაცია გაიმართა. 

 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2
3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup