მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
ალექსანდერ ვერშბოუ - საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა
საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ ვაზიანში განუცხადა, სადაც სამხედრო წვრთნას დაესწრო. მისი თქმით, ქართველი სამხედროები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთში. 
"ჩემთვის შთამბეჭდავია ის წვრთნა, რაც ვაზიანში მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ. მოხიბლული ვარ მათი პროფესიონალური უნარებით. 

ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში ალიანსის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს წვლილზეა საუბარი
ნატო-ს გენერალური მდივნის 2014 წლის ანგარიშში საქართველოცაა ნახსენები. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს წვლილი ალიანსის სამხედრო ოპერაციებში. 
საქართველო კიდევ ერთხელ არის ნახსენები ოთხ ასპირანტ ქვეყანას შორის, რომელთათვისაც ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის კარი ღია რჩება. წლიურ ანგარიშში ასევე საუბარია არსებით პაკეტზეც, რომლის განხორციელებაც საქართველოს დაეხმარება მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხს დღეს გადაწყვეტს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხს დღეს გადაწყვეტს. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი ივნისის სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენის, თუმცა გარკვეული უფლებების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. კერძოდ, საუბარია რუსი დეპუტატების მომხსენებლად დანიშვნის, არჩევნებზე დამკვირვებელი სპეციალური კომიტეტების შემადგენლობაში შესვლის, ევროპის საბჭოს სტრუქტურებში ასამბლეის წარმომადგენლად ყოფნის უფლებების შეზღუდვაზე.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

რუსეთი ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას თებერვალში გეგმავს
რა გეგმები აქვს კრემლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით – ბოლო ცნობა ასეთია: ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთი ცხინვალთან თებერვლის დასაწყისში გეგმავს. აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში დადებული უკანონო შეთანხმების რატიფიცირება კი დუმამ გუშინ მოახდინა.

დავოსში საქართველოს პრემიერის ვიზიტი გრძელდება
დავოსში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამერიკელ კონგრესმენებსა და პანამის პრეზიდენტს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა bp-ს აღმასრულებელ დირექტორთან.

მანამდე  კი საქართველოს პრემიერმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი   შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 

შეხვედრაზე   ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური   და საინვესტიციო   თანამშრომლობის გაღრმავებაზე  ისაუბრეს, ასევე  შეჯამდა შვეიცარიის, როგორც 2014 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, მიერ გაწეული საქმიანობა. 

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა.  გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერსა და „სი-ვი-სი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელ სტივ კოლტერსს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

სამუშაო ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაეცნობა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

უკრაინის მოვლენების გამო დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბება.

დღესვე, ელჩების დონეზე, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაა დაგეგმილი. სხდომაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატები მიიღებენ მონაწილეობას. ის დახურული იქნება და მარიოპოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე მსჯელობას დაეთმობა.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ხდება
სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, პლასიდო დომინგო და მსოფლიოში გამოჩენილი სხვა არტისტები ამ საპატიო წოდების მფლობელები უკვე არიან, მალე კი მათ გვერდით მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ელისო ბოლოქვაძესაც ვიხილავთ.

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup