მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა.  გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერსა და „სი-ვი-სი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელ სტივ კოლტერსს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

სამუშაო ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაეცნობა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

უკრაინის მოვლენების გამო დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბება.

დღესვე, ელჩების დონეზე, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაა დაგეგმილი. სხდომაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატები მიიღებენ მონაწილეობას. ის დახურული იქნება და მარიოპოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე მსჯელობას დაეთმობა.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ხდება
სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, პლასიდო დომინგო და მსოფლიოში გამოჩენილი სხვა არტისტები ამ საპატიო წოდების მფლობელები უკვე არიან, მალე კი მათ გვერდით მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ელისო ბოლოქვაძესაც ვიხილავთ.

დევნილთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოსთან გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ქართველ და გვატემალელ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს შორის ტელეხიდი გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და გვატემალის იძულებით გადაადგილებული ბავშვების მონაწილეობით ტელეხიდი გაიმართა.

ტელეხიდის მსვლელობისას ქართველმა და გვატემალელმა ბავშვებმა ერთმანეთს სიტყვით მიმართეს. საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იყო გვატემალელი ბავშვების მიერ სპეციალურად ქართველი თანატოლებისთვის შექმნილი მისალოცი ბარათები.

ევროკავშირი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში,  ,,საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური  დახმარების პროექტი“-ს პრეზენტაცია გამართეს.

ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართა პრესკონფერენცია
ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველ ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს,–ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სავალუტო ფონდი საქართველოს 58.1 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს 11:32 2014-12-25 საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე საფუძველს ასახელებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ჩვენს ქვეყანას 58.1 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე საფუძველს ასახელებს:

ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე WTI- მარკის ნავთობის ფასი 2,65 დოლარით შემცირდა და 50,04 დოლარამდე დაეცა. ვაჭრობის დროს მინიმალური ფასი $50- ქვემოთაც ჩამოვიდა.

ანალოგიური ვარდნა ფიქსირდება ევროპაში. ლონდონის ICE ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი$ 3,31-ით $53,11-მდე დაეცა. მინიმალური ფასი $53-საც ჩამოსცდა და $52,70, შეადგინა.

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ასეთი დაბალი ფასები 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ არ დაფიქსირებულა

 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup