მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები კარიერის დაგეგმვის პროექტში მონაწილეობას აგრძელებენ
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კარიერის დაგეგმვის პროექტში კვლავაც წარმატებით მონაწილეობენ. ამჯერად მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურამ პროექტის - „ერთი დღე პროკურორად“ ფარგლებში უმასპინძლა.

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გალში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია ჩაატარა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ”ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”.

წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა
25 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტებისა დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა.

აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკვერი „საქართველოსთვის“ დაასუფთავეს
1 ივნისს, სსიპ ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მერიის კონტრაქტორ შპს „გამწვანება-94“-თან ერთად, ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერი „საქართველოსთვის“ დაასუფთავეს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ბათუმში „აფხაზეთობას“ დაესწრო
ბათუმში, 6 მაისის პარკში  „აფხაზეთობა“ აღინიშნა.  ამ დღისთვის აქ საგანგებოდ ჩამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის’’ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-მასალა, სადაც ასახულია ის მოვლენები, რომელიც დიდი ტკივილის მომტანი იყო აფხაზებისა და ქართველებისთვის.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთის“ შემოქმედ ბავშვთა კავშირმა ,,მომავლის ხმამ" და მასთან დამეგობრებულმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის წევრებმა, 

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup