მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
ვახტანგ ყოლბაია „ქართულ-აფხაზური საგას“ 10 წლის იუბილეს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დღეს დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლების ახლანდელი მდგომარეობა.

ვახტანგ ყოლბაიამ ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა
ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროს გიორგი ქაშიბაძეს, ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

ახალი ამბები ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ნელი ლემონჯავას 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. კონფლიქტამდე ქალბატონი ნელი სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ცხოვრობდა.

ვახტანგ ყოლბაიამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ოსური მედიის ინფორმაციით, „გენოციდის ბრალდებით” დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 400-მდე ოჯახის განაცხადსა და ვაზიანში, 40 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს. 

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup