მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა.

გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე შეხვდა და მიღებაზე საქართველოში გატარებული რეფორმების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. 

გიორგი მარგველაშვილი – ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას
ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

გიორგი კვირიკაშვილი - შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე
შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზასა და ევროპულ მისწრაფებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰულტქვისტთან შეხვედრისას განაცხადა. 

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო
სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით
„არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის  პროცესს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ანკარაში შეხვედრებს აგრძელებს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ისმაილ კაჰრამანს შეხვდა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებენ
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ხვალ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.

 
 
აგვისტო
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup