მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოაწერა, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან კი პრორექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ.

 

 

ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა
ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა. წიგნების გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ბიბლიოთეკის გენერალურმა მენეჯერმა ქამალ ალ-აბდულჯალილიმ და საქართველოს ელჩმა როლანდ ბერიძემ გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებისთვის.

გალის სოფლებში - ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გალის რაიონის სოფლებში ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გალის რაიონში მდებარე ჩხორთოლის, ოქუმისა და ღუმურიშის ეკლესიებზე სააღრიცხვო ბარათები აფხაზეთისა/რ  განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად მანვე წარადგინა.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სათხილამურო ტურნირში მონაწილეობდნენ
23 თებერვალს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქ. თბილისის საბურთალოს გამგეობის მიერ დაბა  ბეთანიაში ჩატარებულ სათხილამურო ტურნირში მონაწილეობდნენ. ტურნირს, ადგილობრივი სკოლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის  დირექტორი ნატო ჯალაღონია, პედაგოგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ტურნირის პრიზიორები შესაბამისი თასებით დაჯილდოვდნენ, N2  საჯარო სკოლის მოსწავლეებს  კი სამახსოვრო მედლები გადაეცათ.

საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით
წლეულს, 26 თებერვალს, 12 საათზე,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა უმასპინძლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ს.ს.ი.პ კინოცენტრი ,,აფხაზეთის,''აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის - „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში“ მესამე ეტაპს. 

საქართველოს კულტურის სტრატეგიისადმი მიძღვნილ შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
28 თებერვალს ქალაქ ბათუმში გაიმართა სამუშაო- საორგანიზაციო შეხვედრა სახელწოდებით- „საქართველოს კულტურის სტრატეგია- კულტურა 2025“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, თვითმმართველი  ქალაქების ხელმძღვანელები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის   ა/რ განათლებისა და კულტურის  მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და ამავე სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა.  

გაიმართა მრგვალი მაგიდა - ,,აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალურ საკითხებზე“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“. მრგვალ მაგიდას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

ქართულენოვან სკოლებში აფხაზური ენის სწავლების, შესაბამისი მეთოდიკისა და პროგრამის, აფხაზური ენის სახელმძღვანელოსა და სხვა ლიტერატურის  შედგენა და გამოცემა... ამ და კიდევ სხვა, აფხაზური ენის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების შეჯერების მიზნით მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ენათმეცნიერები, ისტორიკოსები, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. 

შემეცნებით-გასართობი პროგრამა დევნილი მოზარდებისთვის
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ კინოცენტრი ,,აფხაზეთი“ და აფხაზეთის ბავშვთა შემოქმედებითი კავშირი ,,მომავლის ხმა“,   მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით,აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის აწყობს შემეცნებით-გასართობ შოუ პროგრამას   ,,ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე“. შოუ-პროგრამას წარმოგიდგენთ 2015 წლის 4 მარტს, 13.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართება
„20 წლის შემდეგ“, პირობითად ასე ერქვა პროექტს, რომლის განხორციელებაც  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახლახან დაასრულა. პროექტი კი გულისხმობდა კრებულის - „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი“ გამოცემას. წიგნიi თავს უყრის აფხაზეთის მკვიდრ სხვადასხვა თაობის ლიტერატორებსა და ხელოვანებს, აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს და მკითხველებს მათ მიერ დევნილობის მძიმე წლებში ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ განვლილ გზასა და შემოქმედებით ცხოვრებაზე, წარმატებებზე მოუთხრობს.     

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნა, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა. აფხაზური კუთხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო და დამსწრეებს იტყვით მიმართა.

ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის გახსნას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის  გახსნას დაესწრო.

აფხაზური კუთხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიხსნა, სადაც სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა.

 
 
იანვარი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7
8
9
10
11 12
13
14
15
16
17
18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup