მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
2017-10-05
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე - ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს
ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე - საქართველოსთვის, რადგან საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია; იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია, - ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მიხეილ ჯანელიძე კანადის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურ წარმომადგენელთან, კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, კანადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან.

ეველინ ფარკასი - გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო
გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასმა მაკკეინის ინსტიტუტში გამართული დებატებისას განაცხადა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს.

ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტზე - ნებისმიერი ასეთი აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება
ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. 

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს
საქართველოს საგარეო უწყება სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. 

 
 
ოქტომბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9
10 11 12
13
14 15
16
17
18
19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ეჩმა იან კელიმ განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ მიმართულებებს და გზებს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ვაჭრობა.

თეთრი სახლი - აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო
აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა
აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვას სთხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა. 

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup