მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
2017-10-09
ელიზაბეთ რუდი - ჩვენ განვაგრძობთ სუამ-ის წევრ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობას კონფლიქტების მოგვარების, ტრეფიკინგსა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში
ჩვენ განვაგრძობთ სუამ-ის წევრ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობას კონფლიქტების მოგვარების, ტრეფიკინგსა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდიმ განაცხადა.

პავლო კლიმკინი - სუამ-ის ქვეყნებს გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევა, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის მიერ
სუამ-ის ქვეყნებს გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევა, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) დაფუძნების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ კი სუამ-ის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისობის დღესასწაულზე განახლებული აღმაშენებელი მოინახულეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს - ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს - ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა. 

გიორგი მარგველაშვილი - უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ სუამის ფორმატი კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პატივია სუამ-ის მინისტერიალის მასპინძლობა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავს ეძღვნება. 

 
 
ოქტომბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9
10 11 12
13
14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26
27
28 29
30
31
საქართველო და მსოფლიო
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. 

იან კელი - ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს
ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა.
აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. 

პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup