მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
2017-11-01
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია
საქართველო, ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში", მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და იქ ამოსვლა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს
ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და ამ ავტობუსში უნდა ამოვიდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა
მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. როგორც ეკონომიკის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. 

 
 
ნოემბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4 5
6 7
8
9
10
11 12
13
14
15
16
17
18 19
20
21
22 23 24 25 26
27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
იან კელი - ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს
ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა.
აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. 

პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

ჯეიმს მეტისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. 

იან კელი - აშშ მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში”
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და იქ ამოსვლა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს
ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და ამ ავტობუსში უნდა ამოვიდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ნილს სკოტი - მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა
ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და გაატარა წარმატებული რეფორმები დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა თბილისში მიმდინარე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესახებ საერთაშორისო ფორუმის შეფასებისას განაცხადა. 

რექს ტილერსონმა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების სია დაამტკიცა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები შემოიღონ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთის დაზვერვასა და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების სია დაამტკიცა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები შემოიღონ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების ბენეფიციარმა ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

ჰერბერტ მაკმასტერი - ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდება საჭიროა, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში მოსკოვის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდებაა საჭირო, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში რუსეთის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა. 

იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ეჩმა იან კელიმ განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ მიმართულებებს და გზებს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ვაჭრობა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup