მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
2017-11-09
იან კელი - აშშ მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში”
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრემიერთან ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით პოლონური გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა
პოლონეთი მზადაა განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით, - აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ბეატა შიდლოსთან შეხვედრისას განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ქეთევან ციხელაშვილი კუსტურიცას "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩობის" შესახებ - თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ჩვენთვის მიუღებელია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, თუ სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩად" გახდომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს საქართველოსთვის მიუღებელია.

 
 
ნოემბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4 5
6 7
8
9
10
11 12
13
14
15
16
17
18 19
20
21
22 23
24
25 26
27
28
29
30
საქართველო და მსოფლიო
უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგები გამოიღო
ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა
ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი საქართველოში არსებულ ვითარებას.

კენეტ იალოვიცი - შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც თბილისი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის შეფასებით, შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, თუმცა ”ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს”.

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. 

VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი, - ამის შესახებ მსხვილი კომპანია VEON-ის ხელმძღვანელმა ჟან-ივ შარლიემ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

საჯად კარიმი - მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ანდრეს მამიკინსი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup