მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
2019-09-04
ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს
 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის წევრები ადასტურებენ, რომ სოფელ სინაგურთან საქართველოს პოლიციის პოსტი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტის პრესმდივანმა ელენა კულუმბეგოვამ განაცხადა.




სუს-ის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის მხოლოდ ქვეითად ხდება და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.

ოსური მედია - „სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნულის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პარლამენტის“ პრესსამსახურმა სააგენტო „რესს“ აცნობა. მათივე ინფორმაციით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა. „დეპუტატები“ აპირებენ ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ სად გადის „საზღვარი“.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება. მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება. გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup